ეპიდ - ვითარება საქართველოში 2 დეკემბრის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 626 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 151 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 475 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 853 833-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.53%.


• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 796 453.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.



დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.



ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც:


• 6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 596, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 389.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 633, აჭარაში - 124, იმერეთში - 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 43, იმერეთში - 32.
• 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 253 - აჭარაში.
• 37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.



• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 319 ადამიანი.

წაკითხვა 389 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.