აშშ-ში ექიმებმა ადამიანს ღორის გული პირველად გადაუნერგეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველად ისტორიაში, ადამიანის გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.
ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ჩაატარეს. ამან გულის მძიმე დაავადების მქონე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.
ექიმების განცხადებით, ექსპერიმენტული ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
მათი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ოპერაცია 100% წარმატებულია, თუმცა ეს ტრანსპლანტაციის დარგში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
პაციენტი 57 წლის დევიდ ბენეტია, რომლისთვისაც მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება. ექიმები ახლა ყურადღებით აკვირდებიან, როგორ მუშაობს მისი ახალი გული.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გადანერგვისთვის ადამიანის ორგანოების უზარმაზარი დეფიციტია, რაც მეცნიერებს აიძულებს, გაერკვნენ, თუ როგორ გამოიყენონ ამ მიზნით ცხოველების ორგანოები.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
