ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.
„მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სიახლეები
- ირანმა შეიძლება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს დაარტყას
- ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს
- "ვგმობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას" - საქართველოს საგარეო უწყება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მარტისთვის
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
