,,ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული"- ივანე ჩხაიძე
როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, გავრცელებულია ე.წ. ომიკრონი, რომელსაც კლინიკური მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს და ის ძირითადად გაციების მსგავს კლინიკურ სიმპტომატიკას იწვევს.
"მიმდინარე წლის სეზონი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან გახანგრძლივდა გრიპის ვირუსის იდენტიფიცირების ვადა. როგორც წესი, ქვეყანაში გრიპის ვირუსი ფიქსირდება ოქტომბერ-ნოემბრიდან აპრილის პერიოდში, გავრცელების პიკს კი აღწევს დეკემბერ-იანვარში. მიმდინარე წელი გამორჩეული იყო, ვინაიდან გრიპის სეზონი გახანგრძლივდა არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც. ზაფხულში, მაისი-ივნისის თვეშიც კი ფიქსირდებოდა როგორც „ა“ ისე „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი. ბოლო მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 28-ე კალენდარულ კვირას დაფიქსირდა გრიპის ვირუსის ბოლო ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
მეორე თავისებურებას წარმოადგენს კორონავირუსის შედარებით მაღალი წილი. იცით, რომ კორონავირუსი რესპირატორული ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, საბედნიეროდ, კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს იგივეა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო, ეს არის ე.წ. ომიკრონი, რომელსაც მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს. ძირითადად იწვევს გაციების მსგავს კლინიკურ სიმპტომატიკას, არ არის ჰოსპიტალიზაციის განმაპირობებელი, ნაკლებად იწვევს ფილტვის დაზიანებას. კორონავირუსების სიჭარბე არ ნიშნავს, რომ კლინიკური მიმდინარეობა მძიმეა იმ პაციენტებში, ვინც ინფიცირებულია, ასევე არ იწვევს კლინიკაში მოთავსების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორს. კორონავირუსის სიჭარბე და გრიპის ვირუსის გახანგრძლივება გამორჩეულია მიმდინარე წელს“, - აღნიშნა ჩხაიძემ და განმარტა, რომ ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ისეთი ვირუსები, რაც ზაფხულის სეზონისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ - რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსი.
სიახლეები
- ,,ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე"- მიხეილ სააკაშვილი
- „ოცნების“ დეპუტატის მობილურის გადაღების გამო „ფორმულის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს
- გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე ჩართვის სურვილი აქვს
- სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები დააკავეს
- ქვემო ქართლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა
