"დღეს როგორი პანდემიაც არის ბრაზილიაში, ბრაზილიაში თქვენ არჩევნებს ჩაატარებთ?"
დღეს როგორი პანდემიაც არის ბრაზილიაში, ბრაზილიაში თქვენ არჩევნებს ჩაატარებთ? ვერა.
ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა. მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანების იქნება, თუ იქნა საერთოდ, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში, იმის და მიხედვით სხვადასხვა სარტყელში სხვადასხვანაირია ხოლმე რესპირაციული ინფექციების დაწყების ეტაპები, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე.
,,ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ და ხალხს მოვუწოდებთ, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ , ნუ დავარღვევთ და მაშინ ამის საშიშროება არ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა. მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანების იქნება, თუ იქნა საერთოდ, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში, იმის და მიხედვით სხვადასხვა სარტყელში სხვადასხვანაირად არის ხოლმე რესპირაციული ინფექციების დაწყების ეტაპები, ამიტომ მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება. დღეს როგორი პანდემიაც არის ბრაზილიაში, ბრაზილიაში თქვენ არჩევნებს ჩაატარებთ? ვერა. ღმერთმა არ ქნას ის, რომ რაც დრეს ბრაზილიაში არის, ის ჩვენთან იყოს. ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელი სიტუაცია, როცა დღეში გვაქვს 4 -5 მატება და მეტი არა, თუ ასე ვიარეთ არც არჩევნებს შეექმნება საშიშროება და არც ზღვაზე წასვლას და ასე შემდეგ და მწვანე ქვეყნებთან ტურისტული ხიდების გახსნას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
