"ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ვინც თვლა იცის, დათვალოს" - იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევების მატების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი ძნელია, თუმცა სტატისტიკა საგანგაშო არ არის.
„თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია და მისი ოჯახისთვის ეს არ არის პროცენტი. ის არის 100%. მე ძალიან მიჭირს ხოლმე პროცენტებზე საუბარი, მაგრამ თუ საქართველოში, სანამ მატება დაიწყებოდა, პირველ 1900 ინფიცირებულ პაციენტზე 19 გარდაცვალება დაფიქსირდა, დღეს ამას 4000-ზე მეტი პაციენტი დაემატა. ანუ ორჯერ მეტი პაციენტიდან არის ისევ დამატებით 19 გარდაცვლილი. ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის, დათვალოს“, – განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა