კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 686 თბილისში, 487 აჭარაში, 356 კი იმერეთში დაფიქსირდა
მან ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკაზე.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 24 562-ს. ბოლო 24 საათში გვყავს 350 გამოჯანმრთელებული, ხოლო გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა შეადგენს 9 751-ს.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს ხუთი გარდაცვლილი, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 183 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 759 შემთხვევიდან თბილისში არის 686 შემთხვევა, აჭარაში – 487, იმერეთში – 356, ქვემო ქართლში – 36, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 17, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 69, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – შვიდი“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 421. 3 234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 577, აჭარაში – 641. მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 82 პირი – მათ შორის, თბილისში – 53, აჭარაში – 12.
„2 025 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 110 – აჭარაში, ხოლო 676 – თბილისში. 9 162 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.
საკარანტინო სივრცეში გვყავს 4 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 836, აჭარაში-2 205. სულ 6-22 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 7 583 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი, საიდანაც თბილისში არის – 3 243, აჭარაში – 10 852, იმერეთში – 3 521.
ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 23 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი