"ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში" - ეკატერინე ტიკარაძე
ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში, იქნებ, როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, რომ ერთ-ერთი პაციენტი იქამდე არ შეიყვანეს რეანიმაციაში, ვიდრე ახლობლებმა ამბავი არ ატეხეს, ტიკარაძე ამბობს, რომ პაციენტს არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, განსაზღვროს, ესაჭიროება თუ არა რეანიმაცია და ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს, არ უნდა ატეხოს ამბავი.
„თქვენ ახსენეთ ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი – არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭიროება მას რეანიმაცია, თუ არა. რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი – მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, განსაზღვროს ესაჭიროება რეანიმაცია, თუ არა, და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ ამბავს ვერ ტეხს. ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს, არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან, თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას და დროულ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად.
აი, ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე, ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, იქნებ როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ვინაიდან ისინი ცხრა თვეა, თავს არ ზოგავენ. ჩვენ გვაქვს კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენს ექიმებს არა თუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ, თუ ემოციურ მდგრადობასაც“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი