იმერეთში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან, თბილისში - 445, აჭარაში კი 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 18 364 აქტიური შემთხვევაა, აქედან 4 209 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს.
„დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12 და სამცხე-ჯავახეთში - 44.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 649. სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 728 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 3 764 პირი, აჭარაში - 11 190, იმერეთში - 4 024,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი