კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 202, აჭარაში - 469, იმერეთში - 302
კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 1202, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს. რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 68 929-მდე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 45 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ცხრა, შიდა ქართლში – ორი, ქვემო ქართლში – ხუთი, კახეთში – ერთი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – რთი ადამიანი.
„2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 778 შემთხვევა.
ინფიცირების დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28,“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში 16 219 აქტიური შემთხვევაა.
„5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 142.
მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში – 378, აჭარაში – 137, იმერეთში – 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 222 – იმერეთში.
7 206 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში – 32.
სულ 6 ოქტომბრიდან – 16 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 831 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი