"ეს აჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვაქცინა იქნება ეფექტური"
იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
,,ამერიკული ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სადაც შეისწავლეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლები (ანტისხეულები, T და B მახსოვრობის ლიმფოციტები), გამოჩნდა რომ ისინი ხანგრძლივად რჩებიან ორგანიზმში და დიდი იმედია კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი ხანგრძლივად იქნება დაცული განმეორებითი დაავადებისგან.
ეს აჩენს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვაქცინა იქნება ეფექტური და ამავე დროს 1 წელი ან მეტი დაგვიცავს დაავადებისგან!", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
