შესაძლოა, მომავალი კვირიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს
მომავალი კვირიდან, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვები დაწესდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს.
კულუმბეგოვის თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ შეზღუდვებთან დაკავშირებით იმსჯელეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრა კიდევ შედგება.
„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში, შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია, რაც შეიძლება მალე, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
