April 21, 2026

დეკემბერი 23 2020 წაკითხვა 725 ჯერ

საქართველოში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 233-ს შეადგენს.

 

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დეკემბერი 23 2020 წაკითხვა 748 ჯერ

საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 214 871 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 455, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1 600 პირი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 1004 ჯერ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ექიმები შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ მოქალაქეების დახმარებას.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 770 ჯერ

დედამიწა პანდემიამ დაამგვანა ერთ დიდ „გოსპიტალს“, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა დონის დაავადება ერთდროულად წარმოჩინდა, მაგრამ მეორე რამეც არის გამოწვევა, რომ ერთ უნივერსიტეტსაც დაემსგავსა დედამიწა, ყველამ ყველაფერი იცის, ან ყველამ ყველაფერი გაიგო, - ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 727 ჯერ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 720 ჯერ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 კი აჭარაში გამოვლინდა,  -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვერდი 111 სულ 167
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.