საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.
ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად, სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 837 თბილისში, 367 იმერეთში, 125 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.
ექიმ გიორგი ღოღობერიძის თქმით, კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ექსპერიმენტების ჩატარებას საკუთარ თავზე.