დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა სიტუაცია კვლავ საყურადღებოა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაიღუპა.ანესთეზიოლოგი მამუკა ნემსიწვერიძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა და იქვე მკურნალობდა.ის 60 წლის იყო.