"ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა კვლავ საყურადღებო"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა სიტუაცია კვლავ საყურადღებოა.
მისი თქმით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა ტესტირების შემცირების შედეგია, რადგან შაბათ-კვირას კლინიკებისადმი მიმართვიანობა დაბალია.
„ეპიდსიტუაცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულად სტაბილიზირდება. საშუალოდ 17-19 ათას ტესტამდე კეთდება და ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოსცილდა 3 ათას შემთხვევას, დღეს 1 731 შემთხვევაა, რაც განპირობებულია ტესტების რაოდენობის შემცირებით, რომელიც ყოველთვის გვაქვს შაბათს და კვირას,რადგან მიმართვიანობა ნაკლებია. სულ ჩატარდა 9 812 ტესტი და ამიტომაც 1 731 ახალი შემთხვევაა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა ამ შეზღუდვების და გაფართოებული ტესტირების ფონზე, არ გვაძლევს ეს დამშვიდების საფუძველს, რადგან 2-დან 3 ათასამდე ახალი შემთხვევა მაინც ძალიან საყურადღებოა და არავითარი მოშვების საფუძველს არ იძლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
