April 20, 2026

ოქტომბერი 01 2020 წაკითხვა 733 ჯერ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ორი კრიტიკულია.

 

სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ლაბორატორიიდან ტესტების პასუხებს დღეს მიიღებენ. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 57 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის 17 ბავშვია.

 
ოქტომბერი 01 2020 წაკითხვა 814 ჯერ

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

აგვისტო 14 2020 წაკითხვა 896 ჯერ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ძირითადად ინფიცირებულებთან კონტაქტებია და აღნიშნული შემთხვევები ყაზბეგს უკავშირდება.

აგვისტო 14 2020 წაკითხვა 836 ჯერ

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტის წყარო ლენჯერია, 11 პაციენტი არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 3 პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

აგვისტო 14 2020 წაკითხვა 788 ჯერ

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1306-მდე გაიზარდა.

აგვისტო 13 2020 წაკითხვა 816 ჯერ

მცხეთის სამედიცინო ცენტრში,  ყაზბეგიდან, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს. 

გვერდი 155 სულ 167
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.