"კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ძირითადად ინფიცირებულებთან კონტაქტებია და აღნიშნული შემთხვევები ყაზბეგს უკავშირდება.
„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 1 306 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. ექვსი არის ე.წ. ლენჯერის კლასტერი, 11 არის კონტაქტირებული ინფიცირებულებთან და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე ორი არის იმპორტირებული შემთხვევა და ორი მძღოლი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დადასტურებული შემთხვევები პანიკის საფუძველს არ ქმნის და ქალაების ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა კორონავირუსი უახლოეს პერიოდში არ გაქრება და მოსახლეობა მასთან თანაცხოვრებას უნდა მიეჩვიოს.
„ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ინფექცია თანდათან მსუბუქდება. დიდი თავშეყრისგან თავი შევიკავოთ, თავი ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ძალიან ინტენსიური გამოკვლევევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 2 800-მდე ნიმუშია აღებული მესტიაში და დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნო საფრთხე და მიმართა მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაეწყება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევ, თუ არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ PCR კვლევა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის