საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების შესახებ წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში დადასტურდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების რვა შემთხვევა, ძირითადად, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
„ქვეყანაში ჩუტყვავილას აფეთქებაა, იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაავადების 3 118 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,“ - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი, სავარაუდოდ, ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა.
ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გზა, რომელსაც ახლა მედიკამენტ „ვოზორიდიტთან“ დაკავშირებით ქვეყანა გადის, არის სწორედ ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
ხვალაც რომ შემოიტანონ პრეპარატი „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
