გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე
80 წლის ასაკში რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
გოგი ქავთარაძე 1963–1969 და 1972–1976 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 წლებში ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2012 წელს გახდა პარლამენტის წევრი.
გადაღებულია 25 ფილმში, იყო ერთი ფილმის რეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
