"არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის ჩვენი პოზიცია - ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს" - Black Sea Arena
ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს, - ამის შესახებ Black Sea Arena-ს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი კონცერტზე The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას და ამის გამო გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურნენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სცენაზე სოლისტის მოქმედება Black Sea Arena პოზიცია არაა.
„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“,- აღნიშნულია განცხადებაში, რასაც თან ერთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით The Killers-ის პასუხი.
თავად ბენდმა გავრცელებულ განცხადებაში მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა.
„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, მივიწვიოთ ადამიანები დრამებზე დასაკრავად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ თანახმა იყვნენ ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ჩვენთან ერთად გამოსულიყო. ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის აუდიტორია და თაყვანისმცემლები არიან „ძმები და დები“, შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს ვიხდით. თქვენთან ვდგავართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით", - აღნიშნულია The Killers-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხის ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია