ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდელებს ტაძრის მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება
ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრა,
ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა და ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.
ტაძარში ამჯერად ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ჩასატარებელია გადახურვისა და მოხატვის სამუშაოები, ასაშენებელია სამრეკლო.
,,მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ეკლესიას 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი სტუმრობს საქართველოდან და უცხოეთიდან.
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.
imedinews.ge
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
