"მასიანი ქალბატონების ფორმები საუცხოოდ დადებითად აღვიქვი და ვცდილობ საინტერესოდ გამოვხატო ჩემს ნამუშევრებში"
8-დან 12 აპრილის ჩათვლით, პროექტი #მეხელოვნება ყველაზე მასშტაბურ „ხელოვნების დღეებს“ იწყებს, რომელსაც ორგანიზებას თეატრალურის „არტ ლაბორატორია“ გაუწევს.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა არტისტების ხელშეწყობა: საერთო მიზნით გაერთიანება, აღმოჩენა და მათი ნამუშევრების საგამოფენო სივრცეში პრეზენტაცია.
პროექტი #მეხელოვნება შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: მხატვრობას, ფოტოგრაფია/მობილურ ფოტოგრაფიას, პოეზიას, სკულპტურას, სცენოგრაფიას, დიზაინს/დეკორს/სტრინგარტს, ხელნაკეთი ნივთების გამოფენას, თეატრალურ წარმოდგენასა და ქორეოგრაფიას.
თითოეულ მიმართულებას გამოფენისთვის სპეციალური სივრცე დაეთმობა. პოეტებისთვის იმუშავებს სპეციალური გუნდი და საღამოს გაუწევს ორგანიზებას. მუსიკალური, თეატრალური და ქორეოგრაფიული მიმართულებებისთვის კი სპექტაკლები და ღონისძიებები ჩატარდება.
პროექტის შესახებ FirstNews.ge-ს გამოფენის ერთ-ერთი მონაწილიე, მოქანდაკე თამარ თალი თოიძე ესაუბრა:
„გამოფენა ხორციელდება „არტ პროჯექტ გუნდის“ მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა არტისტების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. პროექტის სახელი - „#მეხელოვნება“ დაინერგა ისეთი სიტყვების მსგავსად, როგორიცაა „მეცეკვება“, „მემღერება“. ამ პროეტქის ფარგლებში ხორციელდება რამდენიმე მხატვრის და მოქანდაკის პერსონალური გამოფენის მოწყობა“.
პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი მექნება ჩემი სტილიზებული ქანდაკებები, რომელიც თაბაშირშია შესრულებული და სხვადასხვა სტილშია ტონირებული: როგორიცაა: ბრინჯაო, მეტალი, სპილენძი, ქვა და მხატვრულად დაფერილი ფიგურები...
- როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში მოქანდაკის ნიჭი?
- მამაჩემი პროფესიი თხეზე მკვეთავია. ბავშვობიდან მახსოვს მამის ნამუშევრები _ ქანდაკებები, რელიეფები და ორნამენტები. ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.
მეც, მამის მსგავსად, პატარაობიდანვე გამიტაცა ხელოვნებამ. მახსოვს, ბავშვობაში ჯიბეები ფერადი პლასტენილითა და ბისერებით მქონდა ხოლმე გატენილი.
წლების შემდეგ, რაღაც ეტაპზე ამის ინტერესი და სურვილი გამიქრა. სხვადასხვა სპეციალობის შესწავლით დავკავდი. ძიების პროცესში ვიყავი, თუმცა, ხელოვნების წყურვილი მაინც დიდი იყო ჩემში.
- როდის და როგორ სიტუაციაში გებადებათ მუზა, რომ ესა თუ ის ქანდაკება შექმნათ?
- მუზა, ანუ „შთაგონების“ წყარო ჩემთვის ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს: ემოცია, პიროვნება, გარემო, ნივთი და ა.შ.
შთაგონებას რაღაცას დაუკავშირებ, საერთოდ სხვანაირად წარმოიდგენ, შემდეგ ამ ყველაფერს გადაიტან ფორმაში, მიდიხარ დაზგასთან და იწყებ მუშაობას თითქმის არაფრისგან, რომელიც მხოლოდ გონებაში არსებობს და შენს თვალწინ აღმოცენდება, ჩნდება, თვალს ახელ და უკვე შენს თვალწინაა. ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი ინსპირაცია, რომელიც არაფრისგან მოდის და იცი, რომ შენია.
- მუშაობისას რომელ მასალას იყენებთ და ძირითადად რა სტილის ნამუშევრებს ქმნით?
- ამ ეტაპზე თაბაშირს, პლასტენილს, თიხას და ქვას ვიყენებ. ინსპირაციის მიხედვით ვარჩევ მასალას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ინსპირაცია თვითონ მასალისგანაც მოდის..
ამჟამად ვმუშაობ „გაზვიადებულ სტილიზებულ ფორმებზე“. ეს სტილი, „ვილენდორფილს ვენერების“ ხილვისას გამიჩნდა.. მასიანი ქალბატონების ფორმები საუცხოოდ დადებითად აღვიქვი და ვცდილობ საინტერესოდ და შესაფერისად გამოვხატო და გადმოვცე ჩემს ნამუშევრებში..
- ვინ არის თქვენი იდეალი მოქანდაკე და რატომ?
- სურვილისამებრ ყველა მოქანდაკის ნამუშევრებს ვეცნობი და პატივს ვცემ მათ კონცეპტუალურ და ვიზუალურ გამოსახვას. თუმცაღა, განსაკუთრებით ძველი ბერძნული კულტურის მატარებელი ნამუშევრებით ვიხიბლები. უდავოდ მიყვარს მიქელანჯელოს შემოქმედება.. კამილ კლოედენის და როდენის უკვდავი ქმნილებები... „არ არსებობს ცუდი და კარგი ქანდაკება _ ყოველივეს თავისი განსაზღვრული ადგილი და ნიშა აქვს ამ სამყაროში“.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"