ქუთაისში, ქალაქის შემოსასვლელში არსებული მთავარი დროშა ქარის გამო ჩამოვარდა
ჩამოვარდა თუ ჩამოხსნეს - სოციალური ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში ქალაქის შემოსასვლელში არსებული მთავარი დროშა ქარის გამო ჩამოვარდა. ეროვნული სიმბოლიკა, ქუთაისში ზოგჯერ ქარს მიაქვს, ხან კიდევ ქარი აზინებს და მერია ხსნის.
47 მეტრიანი დროშის სადგარი კი ძირითადად დროშის გარეშეა აღმართული. აღნიშნული დროშის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა, ქალაქის ბიუჯეტს კი დროშის აღმართვა 65 ათასი ლარი დაუჯდა.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დროშა არ ჩამოვარდნილა და დროებით ჩამოხსნეს. ახლა კი ისევ აღმართულია.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
