იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგება
ქუთაისის არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგება.
იოსებ ხახალეიშვილი დღეიდან - საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს, ქუთაისის მერი ოფიციალურად გახდა, თუმცა კორონავირუსის გამო ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
"იზოლაციაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, ვრჩები სახლში და ვასრულებ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქუთაისის მერიაში, ჩემს სამუშაო ადგილზე, პარასკევს, 11 დეკემბერს გამოვცხადდები და შევუდგები ქუთაისის მერის უფლება-მოვალეობების შესრულებას.
უდიდესია პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელებმა თავიანთი მხარდაჭერით დამაკისრეს. ურთულეს პერიოდში მიწევს მუშაობის დაწყება. ახლა ყველაზე მთავარი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენაა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ, დავიცვათ რეგულაციები, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს!
ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ყველა იმ გეგმის შესრულება, რაც ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის დავსახეთ", - აცხადებს ქუთაისის ახლადარჩეული მერი.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 92% მიიღო.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
