September 29, 2024

ირაკლი შენგელიამ 2020 წლის ანგარიში ონლაინ პლატფორმების საშუალებით წარადგინა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ყოველწიური ანგარიში ონლაინ ფორმატში წარადგინა. COVID-19 პანდემიის პირობებში მიღებული სამთავრობო რეკომენდაციების და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, ანგარიში წარმოდგენილი იქნა Zoom პლატფორმის მეშვეობით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალობის შემსრულებლის Facebook გვერდზე.

ანგარიში შეეხო შემდეგ თემებს: 2020 წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ განხორციელებულ აქტივობები, Covid-19 პანდემასთან ბრძოლა, საკრებულოს ინსტიტიუციური საქმიანობა, მიმდინარე ინფრასტრუქრუტული პროექტები, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები, ახალი დაბიუჯეტო ინიციატივები, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ანგარიშვალდებულების ახალი ფორმატები და გენდერული ანასწორობის საბჭოს საქმიანობა.

 

მოქალაქეებს საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ დისკუსია და დაესვათ მათთვის საინეტრესო კითხვები.

 

ქუთაისის საკრებულო ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების პირობებში იცავს მმართველობის საჯაროობის, ღიაობის და გამჭვირვალობის პრინციპს და მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს პოლიტიკური თანამდებობის პირების ანგარიშების ხელმისაწვდომობას და საჯაროობას. შეგახსენებთ რომ დისტანციური მუშაობის პირობებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა წარადგინა ონლაინ მუშაობის ანგარიში, საკრებულოს წევრების ყოველწლიური ანგარიშები კი ქვეყნდება მათ ოფიციალურ Facebook გვერდებზე და მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე.

 

გთავაზობთ იაკლი შენგელიას განცხადებას სრულად:

 

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშით და მონაწილეობა მიიღო ონლაინ დისუსიაში. დღევანდელ შეხვდრაზე ვისაუბრეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე და მადლობა  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს აქტუალური თემების წამოწევისთვის და თანამშრომლობისთვის. ანგარიშვალდებულების პრიორიტეტთან ერთად, სწორედ მსგავსი ტიპის ფორმატები არის შესაძლებლობა, მოქალაქეები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  ჩემი მხრიდან, ყველა იმ საკითხზე, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, მაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ დისუსიას და გვექნება კონკრეტული შედეგები, მათ შორის ბიუჯეტირების პროცესში, ასევე სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების და იმპლემენტირების ნაწილში.

 

ადგილობრივი თვითმმართველობა, საკრებულო, როგორც წარმომადგენლობითი რგოლი, ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუცია ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე. მმართველობის ღიაობა და გამჭვირვალობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ქალაქი დგას СOVID-19 პანდემიის გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მაქსიმალურად ჰქონდეს ინფორმაცია იმ მუნიციპალურ პროგრამებზე და პრიორიტეტებზე, რასაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს პანდემიასთან საბრძოლველად და ქალაქის განვითარების უწყვეტობის შესანარჩუნებლად. ეს ეხება სოციალურ პროგრამებს, ინფრასტუქტურას, ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი პროცესი, ეს არის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, მთავარი ფინანსური დოკუმენტტზე მუშაობისას უმთავრესია მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინება, მათი ჩართულობის უზრუნველყობა, მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, საჭიროებებზე ორიენტირებული პრიორიტეტეტული საკითხების გამოვლენა, რაც გაზრდის პროგრამების ეფექტიანობას და თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს. “

წაკითხვა 493 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.