ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომა გაიმართა

30 დეკემბერს  14 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს 2020 წლის მთავარ გამოწვევებზე და განხორციელებულ საქმიანობებზე, სხდომაზე შეფასდა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულება, ამასთან დამტკიცდა 2021 წლის მთავარი ფინანასური დოკუმენტი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოზციაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ქუთაისის მუნიცპალიტეტის საკერებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამარჯვების ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია აირჩიეს. ირაკლი შენგელია 2019 წლის დეკემბრიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებდა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარებულოს რიგით 37-ე სხდომის გადაწყვეტილებები

 

ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N133 დადგენილებაში.

ცვლილება გულისხმობს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის N2630 განკარგულებაში შესული ცვლილების და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების  საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 27 იანვრის N125 დადგენილების შესაბამისად წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების ასახვის წესის თანახმად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების კორექტირებას.  ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით შეადგენს 76338,8 ათას ლარს.

 

დამტკიცდა 2021 წლის ბიუჯეტი.

 

30 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს 2021 წლის ბიუჯეტი. სხდომაზე განხილული იქნება ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები და ხარჯები.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის  ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქალაქის ეკონომიკური განვითარების განვლილი პერიოდის, მიმდინარე  და  მომავალი წლებისათვის არსებული პროგნოზები და გეგმები.

 

დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში, რიონჰესის მიმდებარედ, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმა.

საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა რიონჰესის მიმდებარედ, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმა.

ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოშის“  განცხადებით მიმართა ააიპ - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მინდობილმა პირმა - ვახტანგ ცაგარელმა და მოითხოვა განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილების დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც იკვეთება რამდენიმე გარემოება, რომელთა ცვლილებაც დაწყებული სამშენებლო საქმიანობის პროცესმა განაპირობა. ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ მიერ განხილულ იქნა კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია და ნებართვისგამცემი ორგანოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის 2020 წლის 25 ნოემბრის №01/4050 შეტყობინების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმის წარდგენას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტომანქანები) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

საკითხის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას“ მგზავრთა გადაყვანის მიზნით გადაეცემა   მერიის  საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილე, გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოზციაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ქუთაისის მუნიცპალიტეტის საკერებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამარჯვების ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია აირჩიეს. ირაკლი შენგელია 2019 წლის დეკემბრიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებდა.

მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების და უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით 30 დეკემბრის რიგით 37-ე სხდომის ტრანსლაცია მოხდა ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში და საკრებულოს Facebook გვერდზე.

წაკითხვა 429 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.