იმერეთში უხვმა ნალექმა სამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
იმერეთში უხვმა ნალექმა რიგი პრობლემები შექმნა 3 მუნიციპალიტეტში. წყალტუბოს, ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა დატბორა, როგორც საუბნო გზები ასევე საკარმიდამო ნაკვეთები.
სამტრედიაში, სოფელ ბაშში დაიტბორა ათამდე საცხოვრებელი სახლი. ხარაგაულში ადიდდა მდინარე ძირულა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა დააზიანა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ძირულამ ასევე დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. წყალტუბოში ძირითადად დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები.
მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ზარალი იყოს ნაკლები.
ამ დროისთვის ლოკალურად გზებზე გადაადგილება არსად არაა შეზღუდული. არცერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს. ამ დროისთვის რეგიონში უხვი ნალექით გამოწვეული სხვა შემთხვევები არ ფიქსირდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 12-ვე მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციას საათობრივად იღებს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
