საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებს ეწვია.

თეა ახვლედიანი სოფელი პერევის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა და ბლოგ-პოსტთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამასთან, სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში თეა ახვლედიანმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და რაჭის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია და პანდემიის ფონზე სოციალური დახმარების აქცია, 8 რეგიონში განხორციელდა. საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით, გადაეცათ, როგორც მცხეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შესაბამისი ბეჭდური სინფორმაციო მასალია მიწოდება, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით განახორციელა.

 

ასევე, კოვიდპანდემიის ფონზე სოციალური დახმარება გაეწიათ კონფლიქტით დაზარალებულ 116-ვე სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.

 

„მიმდინარე კვირას ჩვენ ვამთავრებთ, როგორც გამყოფი ხაზების მიმდებარედ, ისე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ, ჯამში 8 რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საინფორმაციო და სოციალური დახმარების კამპანიას, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე საპასუხოდ განვახორციელეთ. ამ აქციას ვასრულებთ საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების შესაბამის სოფლებში ვიზიტით, სადაც ვეწვიეთ იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ჩვენი თანადგომა, რაც განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ვეწვიე სოფელ პერევს, სადაც ასევე შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, განვიხილეთ მათ წინაშე მდგარი პრობლემები. პირადად ვეწვიე სოფელ პერევის საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გავეცანი მიმდინარე ოკუპაციით შექმნილ რთულ ვითარებას. აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ მოსახლეობის წინაშე მდგარი ამოცანების, გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზებზე და სახელმწიფო მინისტრის აპარატი მის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის განხორციელების პროცესში ბუნებრივია, კვლავაც განაგრძობს მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

წაკითხვა 544 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 15 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.