ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ
ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ 21:00 საათისთვის მათ თანამოაზრეებს არ გაათავისუფლებენ, ისინი ქალაქი ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.
„იმ ვანდალური აქტის შემდეგ, რომელიც შსს-მ განახორციელა ქუთაისის მერიასთან, ვაკეთებთ საგანგებო განცხადებას, მივმართავთ შსს-ს დღეს 21:00 საათამდე ჩვენი ექვსი აქტივისტი დაუყონებლივ გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქალაქის მასშტაბით მოვაწყობთ მშვიდობიან მსვლელობას, ჩვენი აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით. ამ ადამიანებმა, მთელი ღამის განმავლობაში გვსდიონ და გვიყარაულონ“, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, ლაშა ხუსკივაძემ.
ქუთაისის მერიის შენობასთან დღეს აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
