November 23, 2024

დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-20 რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-20 რიგგარეშე სხდომა გაიმართა.


საკრებულოს სხდომაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს შესაბამისი რეგლამენტის და СOVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების მოთხოვნის და სოციალური დისტანციის დაცვით.



მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების და უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით რიგგარეშე სხდომის ტრანსლაცია მოხდა ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში და საკრებულოს Facebook გვერდზე.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარებულოს მე-20 რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებები:

 

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (50 ერთეული ავტომანქანა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, შ.პ.ს."ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას" მგზავრთა გადაყვანის მიზნით, 50 ერთეულ ავტო სატრანსპორტო საშუალებას პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით, უვადოდ გადასცემს.

 

რეგიონალური განვითარების ფონდის და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით განახლდა ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი, პირველ ეტაპზე შპს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა 10 ავტობუსი, დღევანდელი გადაწყვეტილებით კომპანიას გადაეცა დამატებით 50 ავტო სატრანსპორტო საშუალება. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეების უსაფრთხო შიდა საქალაქო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

შ.პ.ს."ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ქუთაისის მუნიციპალიტეტი.

 

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობა მიეცა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

 

აღნიშნული საკითხის თანახმად თაბუკაშვილის ქუჩის N2-ში (მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკში) განთავსებული სკეიტ ბორდის მოედანი“ პირდაპირი განკარგვის წესით უვადოდ გადაეცემა ააიპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას.

 

სკეიტ პარკი დღემდე მერიის საბინა სამსახურის ზედამხედველობაში იმყოფებოდა. იქედან გამომდინარე, რომ „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი“ არის ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაში, მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია რომ „სკეიტ ბორდის მოედანი,“ ააიპ "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, უზურფრუქტის სახით უსასყიდლოდ გადაეცეს.

წაკითხვა 525 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.