მივლინებაში ვიყავი - ქუთაისის მერი აქციის მონაწილეებს პასუხობს
არ გახლდით ქუთაისში, მივლინებაში ვიყავი – ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს პარასკევს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელზედაც დაპირისპირება მოხდა და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ქუთაისის მერმა მივლინების დამადასტურებელი საბუთები ჟურნალისტებს წარუდგინა.
“თბილისში ვიყავი. მე არ ამირიდებია თავი ვინმეს შევხვედროდი, თუმცა სამწუხაროდ იმ დღეს ქალაქში არ გახლდით და როგორც კი დავბრუნდი მაშინვე გავაკეთე კომენტარი. იძახოდნენ გამოვიდეს, კაბინეტშია, შუქები ანთიაო. ყველამ იცოდა და გაცხადებული იყო რომ მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი,” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილიმა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ბიუჯეტის თანხების სარესტორნო მომსახურებაში დახარჯვაზე ბრალდებებსაც გამოეხმაურა:
“ეს იყო ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალური თამაშისთვის “ვერას” კალათბურთელთა მასპინძლობის თანხა, თავისი სასტუმროთი და კვებით. მე ასე დოკუმენტებით გავცემ პასუხებს მათ, ვისაც გასაცემი აქვს. მეორე საკითხი რომელიც მომსახურებიდან გავიდა ეს იყო ჩვენი ექიმებისა და კლინიკების დაჯილდოვება ბროლის თასებით, რომელზედაც დაეწერა “მადლობა მათ კოვიდში გაწეული ღვაწლისთვის”. სხვა ხარჯი არ ყოფილა გაწეული. ყველას მინდა გთხოვოთ გადავამოწმოთ ინფორმაცია. მე ყველას გავცემ პასუხს ასე დოკუმენტებით, ვინც ჩვენი ქალაქის და ჩემს ღირსებას უდიერად მოიხსენიებს. მე ისე მიცხოვრია და მიკეთებია ჩემი საქმეები არაფერი არ მჭირს იმის რომ ქუთაისელ ხალხს დავემალო,” – განაცხადა ქუთაისის მერმა.
მისი თქმით, ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.
"ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება,"- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვიმა.
სიახლეები
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს