იმერეთში დედის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა
იმერეთში დედის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა კვირეულის ფარგლებში, ქალთა დღესასწაულების აღსანიშნავად ფოტოგამოფენა - კონკურსი მოაწყო ,,პანდემია ჩვენს ცხოვრებაში".
ფოტოკონკურსში 14 - 29 წლის ასაკის ფოტომოყვარულები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთა ნამუშევრები მსოფლიო გლობალურ პანდემიას ასახავდა.
ფოტონამუშევრებს შორის, 5 საუკეთესო ფოტოს ავტორი შეირჩა, რომელთაც ფულადი ჯილდო და სიგელები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ გადასცეს.
,,ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისი შვილებიც შეეწირნენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას, ასევე ვულოცავ ყველა იმ დედას ვინც იბრძვის თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად.
საინტერესო ღონისძიებებით შეხვდა ზოგადად იმერეთი დედის დღეს. ძალიან კარგი ფოტოგამოფენა გაიმართა ზესტაფონში, კონკრეტულად ეს იყო პანდემიასთან დაკავშირებული, თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდები დღევანდელ რეალობაში პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს. კონკურსის შედეგად 5 საუკეთესო ფოტო შეირჩა და ავტორებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ," - ზვიად შალამბერიძე.
ფოტოკონკურსის მიზანი, ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენა და მათი სტიმულირებაა.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
კვირეულს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც შეუერთა.
3 და 4 მარტს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომცემლობის მოძრავი მაღაზია, წიგნების პრეზენტაციას, გამოფენა - გაყიდვას, სხვადასხვა სახის გათამაშებებს, ფასდაკლებებს და დატვირთული სანახაობის მოწყობას გეგმავს.
ღონისძიების მიზანია პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, გამომცემლობამ არ გაწყვიტოს აქტიური ურთიერთობა და კომუნიკაცია მკითხველთან, იზრუნოს მათი კომფორტისა და საყვარელი წიგნის ხელმისაწვდომობაზე.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
