ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა ქალბატონს - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღირსების ორდენოსან და ამაგდარ პედაგოგებს შეხვდნენ.
"სიმბოლურია, რომ ქალთა დღის მისალოცად სწორედ ჩვენი ღირსეული პედაგოგები შევარჩიეთ. უმნიშვნელოვანესია მათი როლი მომავალი თაობების განვითარებასა და მათთვის სწორი, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. 8 მარტი მივულოცეთ ამაგდარ და ღირსების ორდენოსან მასწავლებლებს, განათლების სისტემის და ჩვენი ქალაქის პერსპექტივებზეც ვისაუბრეთ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა ქალბატონს!
ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ, სიკეთით და სიყვარულით სავსე ცხოვრება ჰქონდეთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ამაგდარი და ღირსების ორდენოსანი პედაგოგები ქუთაისის მერიამ ფინანსურადაც დაასაჩუქრა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
