ზუგდიდის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის ოთხი სოფელი შესაძლოა ჩაიკეტოს
ზუგდიდის ოზურგეთისა და ლანჩხუთის ოთხი სოფლის დროებითი ჩაკეტვის რისკი არსებობს.
ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ის მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ყველა რეგულაცია. წიააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მეტი გამკაცრების შესახებ იქნას მიღებული გადაწყვეტილება.
"ვცდილობთ, არ მოგვიწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მეტი გამკაცრებისკენ იქნება მიმართული. სოფელი ორსანტიის შემთხვევაში, სამწუხარო ფაქტია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ავადობის ძალიან მაღალი პროცენტი გვქონდა. ტესტირებებით დავინახეთ, რომ, პრაქტიკულად, 20%-იანი მაჩვენებელი გვქონდა. აქედან გამომდინარე, სოფელი სპეციალურ რეჟიმში მოექცა. სამწუხაროდ, როცა შედეგს მივაღწიეთ, საზოგადოება ცოტა მოეშვა. მისი გარკვეული ნაწილი კი, საერთოდ, ქაოსისკენ, რეგულაციების დარღვევისკენ მოუწოდებს ადამიანებს. ეს სრულიად მიუღებელია", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით საფრთხე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებობს, ძალიან კონკრეტული და ხელშესახებია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
