აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და დავასრულებთ ოკუპაციას - ზვიად შალამბერიძე
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
,,32 წლის წინ ჩვენი საზოგადოების ერთობამ და ერთიანობის სურვილმა მიგვიყვანა სწორედ დამოუკიდებლობამდე. ჩვენი გმირების სახელს უკვდავყოფთ და გადავცემთ მომავალ თაობას. ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი მომავალი ერთობის და იქნებიან საწინდარი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და დავასრულებთ ოკუპაციას,“ - ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისში, 1989 წლის 9 აპრილის, მოვლენების ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
