დღეს, ქუთაისში ყავისა და ორცხობილის უფასო აქცია გაიმართა
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ყავისა და ორცხობილის უფასო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სივრცე "OK' სო" იყო.
"დღეს, ადამიანები ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, როგორც ჩანს ქუთაისში მსგავსი აქციები იშვიათადაა. ორ კილოგრამზე მეტი ყავა მოვიხმარეთ, რადგან ძალიან ბევრი მსურველია.
ჩემი ყავის დიდი სიყვარულის გამო ვეცადე გამეკეთებინა ისეთი სივრცე, სადაც ჩემი საყვარელი ყავის სახეობები იქნებოდა წარმოდგენილი, ასორტიმენტი და უამრავი ვარიაცია, რომელიც მსოფლიოში პოპულარულია. მსურს, რომ ამ სიგემრიელეს ვაზიარო ქუთაისის მოსახლეობა და ჩემი მეგობრები. ვეცადეთ ერთი დღე გაგველამაზებინა ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის," -განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში "OK' სო" - ს მფლობელმა თორნიკე ფარჯიანმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
