ხელისუფლების ინტერესშია, რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს - ზვიად შალამბერიძე ნამახვანჰესის აქციებზე
,,ხელისუფლების ინტერესშია, რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს"-ასე გამოეხმაურა იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გუმათჰესთან მიმდინარე აქციებს და იმ მოლაპარაკებას, რომელიც 15 აპრილს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და "რიონის ხეობის მცველებს" შორის გაიმართა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ამ თემის განხილვა ჯერ ვერ მოხერხდა, მისი გადატვირთული დღის გრაფიკისა და პროცესების გამო, რაც გუშინ ქვეყანაში განვითარდა( ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლა და მასთან შეხვედრები.)როგორც იმერეთის გუბერნატორი ამბობს, "რიონის ხეობის მცველები" პასუხს კვირის ბოლომდე მიიღებენ.
,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიალოგი გავაგრძელოთ და აქციებიდან პროცესებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს," -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
