FIRSTNEWS.GE-მ სააღდგომოდ საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა
დღეს, FirstNews.ge-მ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, ვისაც ძალიან სჭირდება სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდი ბევრისთვის, განსაკუთრებით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. შევეცადეთ სააღდგომოდ კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა ისინი. მათი გაბრწყინებული თვალებისთვის და იმ ემოციისთვის, რასაც ვიღებთ, ნამდვილად ღირს. მადლობა ჩვენთან ერთად იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გვიდგას და გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ სიკეთე.
აღნიშნულ ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღო საკონდიტრო საცხობმა - „თამარი“, რომელმაც ოჯახებს ტკბილეული და პასკა გაუგზავნა.
#სააღდგომოსაქველმოქმედოაქტივობა
#სიკეთეგადამდებია

სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
