ქუთაისის მერი და ვიცე-მერი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. ამის შესახებ
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკაში „სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ.
„დღეს მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩავიტარე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინა იცავს სიცოცხლეს!",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირა გამოცხადდა მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს ხელისუფლების და საზოგადოების აქტიური წევრების ინტენსიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
