დღეს, ქუთაისში, კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
დღეს, ქუთაისში, კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილება საზოგადოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მის გადაჭრაში როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ღონისძიება ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ ორგანიზებით მოეწყო.
„დღეს, კლიმატისა და ენერგეტიკის გაერთიანებული სამოქმედო გეგმისა და მერების შეთანხმების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ დასავლეთ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები. ეს არის პროექტი „სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში“. მხარდამჭერია გერმანიის მთავრობა და გაეროს დაცვითი პროგრამა,“ - განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში პროექტის კოორდინატორმა რუსუდან სიმონიძემ.
,,ჯერ კიდევ ვერ ხერხდება საზოგადოების სათანადო ჩართვა კლიმატის ცვლილების საკითხში. თუმცა თუ შევადარებთ 5-10 წლის წინანდელ საქართველოს მდგომარეობას, აშკარად გაუმჯობესებულია, ცნობიერების ამაღლების და საზოგადოების აქტიურობის კუთხითაც. მიუხედავად ამისა, კლიმატის ცვლილება იმდენად სწრაფად ხდება, რომ ეს ჩართულობა ვერ იქნება ადეკვატური იმ პროცესების, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ საკითხის გადაჭრაზე, მიღებულია სერიოზული გადაწყვეტილებები, ჩვენთან ამ კუთხით შედარებით პასიურობენ,’’- ამბობს ექსპერტი ავთანდილ გელაძე.
შეხვედრაზე ასევე ენერგოეფექტურობის საკითხში მერების შეთანხმების ხელშეკრულებაზე ისაუბრეს. შეთანხმება გულისხმობს მუნიციპალიტეტების მხრიდან პასუხისმგებლობების აღებას ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე, მათ შორის, ენერგო ეფექტურობის გაზრდას სხვადასხვა მიმართულებით. ქუთაისი აღნიშნულ დოკუმენტს 2011 წელს შეუერთდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ვისურვებდი, რომ მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებს შორის უახლოეს პერიოდში ვიხილო სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები. მათი ჩართულობა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმებით სამოქალაქო სექტორს ამ შემთხვევაში დიდი როლი აკისრია, მაგრამ მზაობა უნდა გამოხატოს ადგილობრივმა თვითმართველობებმაც. ცნობიერების ამაღლების კუთხით, სენაკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა და გარემოს დაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია "დეა" დიდი ხანია მუშაობს. იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს კარგი შედეგი ექნება,“ - აცხადებს FirstNews.ge-თან საუბარში საქართველოს მწვანეთა მიძრაობის სენაკის კოორდინატორი დალი ქაჩიბაია.
შეხვედრა ,,სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში’’ ფარგლებში გაიმართა.
პროექტის მხარდამჭერები არიან: გერმანიის მთავრობა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა და ,,დედამიწის მეგობრები - გერმანია-ბუნდი’’.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი