ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
ქუთაისში დღეს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბულვარში კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ბავშთა შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ.
კონცერტს ცნობილი ჟურნალისტი და წამყვანი დათო ლიკლიკაძე წაიყვანს. კონცერტი 17.00 საათზე დაიწყება.
დღის განმავლობაში პატარებისათვის დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. გაბაშვილის პარკში ტრადიციულად საბავშვო ატრაქციონები უფასოდ მოემსახურებიან მსურველებს.
თოჯინების თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი „ქაღალდის ჩიტი", ცენტრალურ ბულვარში ნორჩ მხატვართა პლენერი მოეწყობა, აქვე 14.00 საათზე „ნიღბების თეატრი“ მხიარულ წარმოდგენას გამართავს.

სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
