ზვიად შალამბერიძემ მერებთან საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა განიხილა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) შესახებ, მერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.
საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ საგრანტო კონკურსი უკვე გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში, 12-ვე მუნიციპალიტეტს ეძლევა შესაძლებლობა შეიმუშაონ პროექტები და წარადგინონ კონკურსზე. წინადადებების მოწონების შემთხვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირის მიერ 2021 წელს გამოყოფილია 9 627 200 ლარი. დაფინანსებას მიიღებს ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებიც შესაბამისი კომისიის მიერ იქნება მოწონებული.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
რაც შეეხება 2022 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმერეთისთვის 59 155 671 ლარია გამოყოფილი.
სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს იმერეთში 5 პროექტი დაფინანსდა და სამ მილიონამდე ლარის სამუშაოები განხორციელდა.
2020 წლის სექტემბერს, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 54 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ შეთანხებას, რომელიც გულისხმობს ოთხი საპილოტე რეგიონის -კახეთის, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონებში 2020-2022 წლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასა და დაფინანსებას.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი