November 23, 2024

ფონდმა „სოხუმმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქუთაისში ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი

კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქუთაისში ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.

დღეიდან, ყოველ 20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეს, ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდებიან. მსურველებმა ფოტოები ზუსტად იმ კაფე-ბარ „ამრას“ და სანაპიროს ბანერის წინ გადაიღეს, სადაც ცნობილი „ყავა ქვიშაზე“ დუღდებოდა. აქცია-პერფორმანსზე „სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში“, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, საოჯახო ფოტოების არქივი „ჩვენ აფხაზეთიდან ვართ“ გამოფენა, აქტივობების ამსახველი კალეიდოსკოპი და თოჯინების თეატრის პრემიერა წარმოადგინეს.

 

„დღეს სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ერთად აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ყველა იმ მონატრებულ სახლში, სადაც ჩვენი მოგონებები ინახება. დღევანდელი დღე აუცილებლად დარჩება ქუთაისის ტრადიციად,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

204380086 509026343858719 7388302673247273243 n

 

ღონისძიების მნიშვნელობაზე Firstnews.ge-თან ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელმა ლალი შენგელიამ ისაუბრა.

 

"დღეს, 20 ივნისია დევნილთა/ლტოლვილთა საერთაშორისო დღე. მსგავსი ტიპის ღონისძიება ადრეც გავაკეთეთ, მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატია. ჩვენთვის ეს არ არის დღესასწაული, მაგრამ გვსურს შევახსენოთ ადამიანებს, რომ დევნილები დაკავშირებულები ვართ იმ ადგილთან საიდანაც მოვედით. ეს ნიშნავს, იმას, რომ დღეს ცოცხლები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტკივილი გამოვიარეთ. ჩვენ ვართ აქტიურები, ვმუშაობთ... ქუთაისი ჩვენი მასპინძელი ქალაქია, თუმცა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ. დღეს მასპინძლობა ვითავეთ და ვუმასპინძლეთ ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს.

 

ენგურს გაღმა ძალიან ბევრი თანამოაზრე გვყავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ხმას იმაღლებს იმ პრობლემებზე, რაც იქ ხდება, თუნდაც ახლახანს დიდი ტრაგედია რომ დატრიალდა. ვეხმაურებით ასევე, სტუდენტების პრობლემებს. ვმუშაობდით იმ საკითხზე, როდესაც გალში ხანძარი იყო და ბევრი ოჯახი დაზარალდა. ჩვენ გვყავს წარმომადგენლობა თბილისშიც, რომელიც ადვოკატირებას უწევს ამ ყველაფერს,"- განაცხადა ლალი შენგელიამ.

 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდი „სოხუმი“. პარტნიორი ორგანიზაციები „მეწარმე ქალთა ფონდი“; „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; „აფხაზინტერკონტი“.

 

203342510 823002405014498 4144264391218946221 n

წაკითხვა 723 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.