მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ქუთაისში, სიმბოლურად გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იმერეთიდან მონაწილე ოლიმპიელების ბანერი.
,,დღეს, განსაკუთრებული დღეა იქედან გამომდინარე, რომ არა მარტო ქუთაისიდან არამედ იმერეთიდან სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა მიდის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ჩვენი რეგიონიდან წარმოდგენილი 6 სპორტსმენი ოლიმპიადაზე სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებენ. ძალიან წარმატებული სპორტსმენები გვყავს და დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგებით დაუბრუნდებიან ქუთაისს, იმერეთს და მთლიანად საქართველოს,“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 7 სახეობაში საქართველოდან სავარაუდოდ 32 სპორტსმენი იასპარეზებს.
დღესვე, მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ასევე მოეწყო ოლიმპიური გარბენი, საჭადრაკო ტურნირი, ბალახის ჰოკეის ფესტივალი, ტანმოვარჯიშეთა საჩვენებელი გამოსვლები და სხვა აქტივობები.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
