დღეს ქუთაისში „მომავლის ელჩების“ და „ნატოს სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
დღეს, ქუთაისში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტების „მომავლის ელჩების“ და „ნატოს სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ორივე პროექტი ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელის პარტნიორი ააიპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ იყო.
პროექტის ფარგლებში ქუთაისის 40-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე: საქართველო ნატოს ურთიერთობები, არსებული რეალობა და გამოწვევები; ნატოს შექმნის ისტორია; ევროკავშირის შექმნის ისტორია; ევროკავშირი საქართველოს პარტნიორი; ასოცირების ხელშეკრულება და DCFTI; დეზინფორმაცია; უვიზო მიმოსვლა; პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა გავლილ თემებზე თავად მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც სკოლებში თანატოლებს წარუდგინეს.
"დღევანდელი შეხვედრა საინტერესო, საჭირო და აუცილებელი იყო,გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებს ვესაუბრეთ ერაზმუს + პროექტებზე, იმ შესაძლებლობებზე, რაც რეალურად ახალგაზრდებს გაუჩნდათ, იმისთვის რომ განვითარდნენ პიროვნულად. გამოიყენონ ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც რეალურად არაფორმალური განათლებით ავითარებენ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ მათი აქტიურობა უფრო მეტად გაიზრდება. ის სტატისტიკა, რაც დღეს გვაქვს ამ პროექტების მიმართულებით გაიზრდება. გვეყოლება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში,"- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში იმერეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა შოთა კვარაცხელიამ.
შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა 29-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო სანიკიძემ.
"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის პროექტი შეჯამდა. ეს არის ნატოს სკოლა, რომელიც განხორციელდა ქუთაისის 41 სკოლაში. პროექტის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგეთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, კიდევ უფრო დავუახლოვდით იმ იდეალებს, რაზეც ეს ორი ორგანიზაცია გველაპარაკება. პროექტი სკოლის მოსწავლეებზე იყო მორგებული და ელჩებად ჩამოვყალიბდით,"- განაცხადა ანანო სანიკიძემ.
აღნიშნული შეხვედრა ჩვენთან საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ შეაფასა:
"ეს პროექტი გულისხმობდა მოსწავლეებში ნატოსა და ევროკავშირზე ინფორმაციის გავრცელებას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების გაზრდა იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რაზეც ჩვენ საზოგადოება დიდი ხანია შევთანხმდით, არის მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულ 42 მოსწავლეს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ასევე, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამზე „ერაზმუს+“-ის შესახებ.
შეხვედრას ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"