ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ინტერაქტიული რუკა ამოქმედდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ინტერაქტიული რუკა ამოქმედდა.
ვებგვერდის ინტერაქტიული რუკა map.kutaisi.gov.ge არის მოქალაქეების ინფორმირების და ქალაქ ქუთაისის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაგეგმვაში მოქალაქეთა ჩართვის ინსტრუმენტი.
მედიისთვის დღეს ინტერაქტიული რუკის პრეზენტაცია მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პეტრე ადამაძემ გამართა. ინტერაქტიული რუკის საშუალებით შესაძლებელია მოქალაქეებმა მიიღონ კომპეტენტური, ზუსტი და სანდო ინფორმაციები ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამასთანავე, მოსახლეობას ეძლევა საშუალება თავად ჩაერთონ ქალაქის მოვლა-პატრონობაში და მათ მიერ შემჩნეული პრობლემების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობონ.
„იმედი გვაქვს, მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და ინტერაქტიული რუკის შესაძლებლობებს მიზნობრივად და ეფექტურად გამოიყენებს,”-განაცხადა პეტრე ადამაძემ.
ინტერაქტიული რუკა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. რუკის მენეჯმენტს განახორციელებს მერიის ადმინისტრაცია, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
