„არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“ - ქუთაისში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
„არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“ - ამ დევიზით იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო, სოლიდარობის აქციას გამართეს.
აქციაზე იმერეთში დასაქმებული მედიასაშუალებების წარმომადგენლების გარდა სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა თბილისში, გუშინ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს, როდესდაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელია დაშავებული.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
