ქუთაისში სემეკის თავმჯდომარემ ენერგოომბუდსმენის ოფისი გახსნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გახსნა.
გრიშაშვილის ქ. N16-ში მდებარე ოფისში სემეკის თავმჯდომარე ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა და ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები გააცნო. გახსნას ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.
„დღეს გავხსენით ენერგომბუდსმენის განახლებული ოფისი ქუთაისში, იმისათვის რომ ხელი შეეწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და დროულ ინფორმირებას მათთვის საჭირო და საინტერესო ყველა საკითხზე“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს სემეკთან ან ენერგოომბუდსმენის სამსახურთან დაკავშირება შეუძლიათ ქოლ ცენტრის ნომრის - 16 216-ის საშუალებით.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
