ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მესამე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა
ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მესამე ეტაპის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
განხილვაზე, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი იქნა
მესამე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფცია; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის სკოპინგის განაცხადი; ძირითადი გეგმარებითი რეკომენდაციები ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმისათვის) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია.
4 მნიშვნელოვანი პოსტულატით განისაზღვრა ქუთაისის გენგეგმა: 1. ქუთაისი, როგორც ევროპის კარიბჭე; 2. ქუთაისი, როგორც დასავლეთ საქართველოს ცენტრი; 3. ქუთაისი, როგორც მწვანე ქალაქი 4. ქუთაისი, როგორც სინერგიული ცოდნის ქალაქი.
შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მაჟორიტარი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ქალაქის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად.
,,დღეს, ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმის კიდევ ერთი ეტაპის საჯარო განხილვაა ეს გახლავთ კონცეფციის ეტაპზე სადაც მოხდება საბოლოო შემაჯამებელი დოკუმენტის მომზადება, რომელიც წარედგინება საზოგადოებას რა თქმა უნდა, დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ამას ქალაქი რამდენიმე ათეული წელია ელოდება. მიხარია რომ საკმაოდ აქტიურადაა ჩართული საზოგადოება. დღეს კიდევ ერთხელ მოვისმენთ მათ შენიშვნებს და ეს იქნება გათვალისწინებული.
დარწმუნებული ვარ ეს დოკუმენტი იქნება მძლავრი საფუძველი ქუთაისის გენერალური გეგმის საბოლოო ფორმატით მომზადებისათვის,“-განაცხადა Firstnews.ge-თან იოსებ ხახალეიშვილმა.

აღნიშნულ განხილვას FirstNews.ge-თან საუბარში "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე გამოეხმაურა.
"დღეს, გაიმართა ქუთაისის გენერალური გეგმის განხილვა, წარმოდგენილი იყო სამი ძირითადი დოკუმენტი. ამ დოკუმენტმა ცხადი გახადა ის გარემოება, რომ ძალიან ბევრი კვლევები არ გააჩნია ქალაქს, რომელიც განსაზღვრავს თუ, სად არის მისი წარმატების ფორმულა. ასევე, აკლია ის ხედვები, თუ რამდენად უნდა განვითარდეს ქუთაისი და მე, პირადად აქ დამაკლდა ქუთაისის მაცხოვრებლების ხედვა," - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
